ეთიკის ნორმები
ჟურნალ „ენა და კულტურას“ (1987-7323/2720-7900) რედაქტორისა და სარედაქციო კოლეგიის პასუხისმგებლობა
რედაქტორთა პასუხისმგებლობა
ავტორთა პასუხისმგებლობა
რეცენზენტთა (ექსპერტთა) პასუხისმგებლობა
ჰამომცემლია პასუხისმგებლობა
ჟურნალი „ენა და კულტურა (1987-7323 / 2720-7900) არის რეფერირებადი (რეცენზირებადი) ჟურნალი, რომელიც ვალდებულია უზრუნველჰყოს გამოცემათა ეთიკის უამღლესი სტანდარტები. გამოცემაშიჩართული ყველა მხარე (რედაქორები, ავტორები, რეცენზენტები (ექსპერტები) და გამომცემელი) უნდა შეთანხმდნენ სტანდარტებზე. ეთიკური ქცევის შესახებ ჩვენ ვაცხადებთ პუბლიკაციების ეთიკის შემდეგ პრინციპებს და პუბლიკაციების ეთიკის კომიტეტის ქცევის კოდექსს და საუკეთესო პრაქტიკის სახელმძღვანელოებს (იხილეთ: http://publicationethics.org/).
ჟურნალის „ენა და კულტურა (1987-7323 / 2720-7900) რედაქტორისა და აღმასრულებელი სარედაქციო კოლეგიის პასუხისმგებლობა
◊ გადაწყვეტილების მიღება, თუ რომელი ნაშრომი უნდა გამოქვეყნდეს ჟურნალში. ამ გადაწყვეტილების მიღებისას ისინი ხელმძღვანელობენ ჟურნალის პოლიტიკით (ხელმისაწვდომია http://enadakultura.com) და იურიდიული მოთხოვნებით ცილისწამებასთან, საავტორო უფლებების დარღვევასთან და პლაგიატთან დაკავშირებით;
◊ რედქტორებისთვის, ავტორებისა და რეცენზენტებისათვის მოთხოვნების გაცნობა;
◊ სარედაქციო კოლეგიის ახალ წევრებს მიაწოდოს ყველაფერი, რაც მათ ევალებათ;
◊ ხელნაწერი ნაშრომების შეფასება ექსკლუზიურად მათი აკადემიური და ინტელექტუალური დამსახურების საფუძველზე, ავტორ(ებ)ის რასის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ინვალიდობის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური მრწამსის, მოქალაქეობის, პოლიტიკური ორიენტაციის ან სოციალური კლასის გარეშე;
◊ ხელნაწერი ნაშრომების სამართლიანი და მიუკერძოებელი კონფიდენციალურობის შენარჩუნება. ისინი ასევე უზრუნველჰყოფენ როგორც ავტორთა, ისე რეცენზენტთა იდენტობის დაცვას;
◊ სათანადო რეცენზენტების შერჩევის უზრუნველჰყოფა;
◊ შესაბამისი რეცენზენტების მონაცემთა ბაზის შემუშავება და შენარჩუნება და მისი განახლება რეცენზენტთა მუშაობის საფუძველზე;
◊ უზრუნვეჰყოს, რომ წარდგენილი ხელნაწერი იყოს გამოუქვეყნებელი მასალა და მასში გამოყენებული ყველა სხვისი აზრი სათანადოდ დადასტურებული ბიბლიოგრაფიაში;
◊ გონივრული რეაგირების ზომების მირება წარდგენილ ან გამოქვეყნებულ ხელნაწერთან დაკავშირებით ეთიკური საჩივრების წარდგენისას.
◊ საჭიროების შემთხვევაში გამოაქვეყნებს შესწორებებს, დაზუსტებებს, გამოხმაურებსა და ბოდიშს.
ჟურნალის „ენა და კულტურა (1987-7323 / 2720-7900) რედაქტორის პასუხისმგებლობები
ჟურნალის „ენა და კულტურა (1987-7323 / 2720-7900) რედაქტორები პასუხისმგებლები არიან
◊ თითოეული სტატიის თემატიკისა და როლის განსაზღვრა თემატურ საკითხში;
◊ სახელმძღვანელო მითითებების მიწოდება ავტორთათვის მათი თემების შესახებ;
◊ უზრუნველჰყონ სარედაქციო კოლეგიასთან ერთად შეარჩიონ შესაბამისი რეცენზენტები ყველა სტატიისათვის;
◊ ნაშრომთა წარდგენის, კოლეგების განხიოლვის, გადასინჯვისა და საბოლოო ნაშრომის წარდგენის ვადის დადგენა აღმასრულებელი სარედაქციო კოლეგიასთან და ყველა ვადის დაცვის უზრუნველჰყოფა;
ავტორთა პასუხისმგებლობა
◊ ავტორი ვალდებულია, წარმოადგინოს საკუთარი ნაშრომი. თაღლითური ან შეგნებულად არაზუსტი განცხადება წარმოადგენს არაეთიკურ ქცევას და მიუღებელია;
◊ ავტორებმა არ უნდა წარმოადგინონ ერთი და იგივე ხელნაწერი ერთდროულად ერთზე მეტ ჟურნალში. ეს არის არაეთიკური ქცევა და ამდენა მიუღებელი;
◊ ავტორმა უნდა იცოდეს, რომ მისი ნაშრომი ორიგინალურია და არ წარმოადგენდეს სხვა ავტორთა ნაშრომების სრულ ასლს;
◊ ავტორები, რომლებიც საკუთარ ნაშრომს წარუდგენენ ჟურნალ „ენა და კულტურას“ სარედაქციო კოლეგიას გამოსაქვეყნებლად, როგორც ორიგინალურ სტატიას, ადასტურებენ, რომ წარმოდგენილი ნამუშევარი წარმოადგენს მათ საკუთარ ნაშრომს და არ არის კოპირებული ან პლაგიატი მთლიანად ან ნაწილობრივ სხვა ნამუშევრებიდან წყაროს მკაფიოდ მითითების გარეშე. ავტორმა ყველა გამოყენებული მასალა უნდა დაადასტუროს ნაშრომის ბიბლოგრაფიაში;
◊ პლაგიატი ყველ მისი ფორმით წარმოადგენს არაეთიკურ საგამომცემლო ქცევას და მიუღებელია;
◊ ავტორმა უნდა უზრუნველჰყოს სხვაგან გამოუქვეყნებელი ორიგინალი ნაშრომის წარმოდგენა;
◊ საავტორო უფლება უნდა დაცული იქნას მოცემული ნაშრომის კონცეფციაში და ყველა დადასტურებული კვლევა აისახოს ბიბლიოგრაფიასა და ტექსტში.
◊ ყველა თანაავტორი შეყვანილ უნდა იქნას საავტორო სიაში;
◊ ყველა ფინანსური მხარდაჭერის ყველა წყარო უნდა იქნას გამჟღავნებული;
◊ თუ ავტორმა გამოქვეყნებულ ნაშრომში შეამჩნია რაიმე უზუსტობა, ავტორის ვალდებულებაა სასწრაფოდ აცნობოს სარედაქციო კოლეგიას და ითანამშრომლოს უზუსტობის გასასწორებლად.
რეცენზენტთა პასუხისმგებლობა
◊ რეცენზენტი ეხმარება ჟურნალ „ენა და კულტურას“ რედაქტორსა და სარედაქციო კოლეგიას სარედაქციო გადაწყვეტილებების მირებაში და ავტორთან სარედაქციო კომუნიკაციის საშუალებით, ასევე შეუძლია ავტორს დაეხმაროს ხელნაწერის გაუმჯობესებაში;
◊ რეცენზენტი, რომელიც აღმოაჩენს არაკვალიფიციურ მსჯელობას ხელნაწერში, ვალდებულია აცნობოს რედქტორს, რათა გამოყოს ალტერნატიული რეცენზენტი;
◊ ნებისმიერი ხელნაწერი უნდა განიხილებოდეს, როგორც კონფიდენციალური დოკუმენტი;
◊ თუ რეცენზენტმა აღმოაჩინა საავტორო უფლების დარღვევა ან პლაგიატი, ვალდებულია, აცნობოს ჟურნალ „ენა და კულტურას“ რედაქტორს.
◊ ნაშრომის რეცენზირება უნდა იყოს ობიექტური, ყველა საჭირო არგუმენტით გამყარებული, რათა ავტორმა შეძლოს ნაშრომის გაუმჯობესება;
◊ რეცენზენტები აფასებენ ხელნაწერს კონტენტზე დაყრდნობით ავტორთა რასის, ასაკის, სქესის, ეთნიკური წარმომავლობის, სექსუალური ორიენტაციის, ინვალიდობის, რელიგიური მრწამსის, მოქალაქეობის, პოლიტიკური ორიენტაციის ან სოციალური კლასის გარეშე;
◊ რეცენზენტმა არ უნდა განიხილოს ნაშრომი, რომელიც ინტერესთა კონფლიქტშია;
გამომცემლის ასუხისმგებლობა
◊ ჰუმანიტარულ და პედაგოგიკურ მეცნიერებათა განვითარების ფონდი, როგორც ჟუნალ „ენა და კულტურას“ გამომცემელი პრაქტიკულ მხარდაჭერას უწევს ჟურნალ „ენა და კულტურას“ რედაქტორებსა და სარედაქციო კოლეგიას, რომ მათ შეძლონ ეთიკური ქცევის კოდექსის დაცვა;
◊ უზრუნველჰყოფს სარედაქციო გადაწყვეტილების ავტონომიას;
◊ იცავს ინტელექტუალურ საკუთრებასა და საავტორო უფლებებს.