კონფერენცია

კონფერენცია 2010

I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ენა და კულტურა“ ჩატარდა 2010 წელს,

მიეძღვნა პალესტინაში, ჯვრის მონასტერში, დიდი ქართველი პოეტისა და მოაზროვნის, მსოფლიო რენესანსის ერთ-ერთი ფუძემდებლის შოთა რუსთაველის ფრესკის აღმოჩენიდან 50 წლისთავს. მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 122-მა და 4 ქვეყნის  (რუსეთი, ბულგარეთი, ყაზახეთი, უკრაინა) 16 მეცნიერმა.

კონფერენციის მონაწილეთათვის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში ჩატარდა ანსამბლ “ქართული ხმების“ კონცერტი

პროგრამის სანახავად დააჭირეთ —-> აქ

კონფერენცია 2013

II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ენა და კულტურა“ ჩატარდა 2013 წელს,

მიეძღვნა ქართული განძის სამშობლოში დაბრუნებიდან 75-ე და ქართველი მეჭურჭლეთუხუცესის ექვთიმე თაყაიშვილის ნათელ ხსოვნას. მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 132-მა და 6 ქვეყნის  (რუსეთი,  ყაზახეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი, პოლონეთი, ირანი) 18 მეცნიერმა.

კონფერენციის მონაწილეთათვის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში ჩატარდა კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის პოპულარული მუსიკის კონცერტი

კონფერენცია 2015

III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ენა და კულტურა“ ჩატარდა 2015 წელს,

მიეძღვნა ცისფერყანწელთა ლიტერატურული ორდენის ჩამოყალიბების 100 წლისთავს და ყველა იმ რეპრესირებულ საზოგადო მოღვაწეს, რომელთა სიცოცხლე ესოდენ დააკლდა სამშობლოს. მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 75-მა და 23 ქვეყნის  (რუსეთი,  ყაზახეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი, პოლონეთი, ირანი,გერმანია, ლიტვა, ლატვია, სომხეთი, ნიგერია, სლოვაკია, , ბელორუსია, ესტონეთი, ჩეხეთი, შვეცია, რუმინეთი, სერბია, ჩინეთი, უკრაინა, მაკედონია,აშშ, ბულგარეთი, საბერძნეთი) 29 მეცნიერმა.

კონფერენციის მონაწილეთათვის ბალანჩივაძეების სახელობის საოპერო თეატრში  ჩატარდა კომპოზიტორ ნანა მესხის კონცერტი, ტრიო „თბილისის“ მონაწილეობით

პროგრამის სანახავად დააჭირეთ —-> აქ

კონფერენცია 2017

IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ენა და კულტურა“ ჩატარდა 2017 წელს,

მიეძღვნა დიდი ქართველი პოეტის ლადო ასათიანის დაბადებიდან 100  წლისთავს. მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 135-მა და 26 ქვეყნის  (რუსეთი,  ყაზახეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი, ირანი, გერმანია, ლიტვა, ლატვია, სომხეთი, ნიგერია, სლოვაკია, , ბელორუსია, ესტონეთი, ჩეხეთი, შვეცია, რუმინეთი, სერბია, ჩინეთი, უკრაინა, მაკედონია,აშშ, ბულგარეთი, საბერძნეთი, არაბთა ემირატები, მოლდავეთი, თურქეთი ) 32 მეცნიერმა.

კონფერენციის მონაწილეთათვის ბალანჩივაძეების სახელობის საოპერო თეატრში  ჩატარდა ანსამბლ “შვიდკაცასა“ და თეიმურაზ წიკლაურის კონცერტი.

პროგრამის სანახავად დააჭირეთ —-> აქ

კონფერენცია 2019

V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ენა და კულტურა“ ჩატარდა 2019 წელს,

მიეძღვნა დიდი ქართველი მწერლის ოტია იოსელიანი შემოქმედებას. მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 105-მა და 26 ქვეყნის  (რუსეთი,  ყაზახეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი, ირანი, გერმანია, ლიტვა, ლატვია, სომხეთი, ნიგერია, სლოვაკია, , ბელორუსია, ესტონეთი, ჩეხეთი, შვეცია, რუმინეთი, სერბია, ჩინეთი, უკრაინა, მაკედონია,აშშ, ბულგარეთი, საბერძნეთი, არაბთა ემირატები, მოლდავეთი, თურქეთი, საფრანგეთი ) 42 მეცნიერმა.

კონფერენციის მონაწილეთათვის ლ. მესხიშვილის  სახელობის დრამატულ  თეატრში  ჩატარდა ხარაგაულის რაიონის თეატრის სპექტაკლი: ოტია იოსელიანი, “ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“.

პროგრამის სანახავად დააჭირეთ —-> აქ

კონფერენცია 2021

VI საერთაშორისო სამეცნიერო (ონლაინ) კონფერენცია "ენა და კულტურა“ ჩატარდა 2021 წელს.

მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 76-მა და 6 ქვეყნის  (რუსეთი,  ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ისრაელი, პოლონეთი,  უკრაინა ) 9 მეცნიერმა.

პროგრამის სანახავად დააჭირეთ —-> აქ

კონფერენცია 2022

VII საერთაშორისო სამეცნიერო (დისტანციური) კონფერენცია "ენა და კულტურა"

პროგრამის სანახავად დააჭირეთ —-> აქ

კონფერენცია 2023

VIII საერთაშორისო სამეცნიერო (ონლაინ) კონფერენცია "ენა და კულტურა“ ჩატარდა 2023 წელს.

პროგრამის სანახავად დააჭირეთ —-> აქ
კონფერენცია 2024

IX საერთაშორისო სამეცნიერო (ონლაინ) კონფერენცია "ენა და კულტურა“ ჩატარდა 2024 წელს.

პროგრამის სანახავად დააჭირეთ —-> აქ